"ლელო" წერდა, რომ მაკარიძეს ახალ გუნდში გადასვლის იმედი ჰქონდა, მაგრამ ეტყობა, უკეთესი ვარიანტი არ გამოჩნდა და "ფეირენშეში" დარჩენას დაყაბულდა.
გასულ სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა, აქედან 17 - ძირითად შემადგენლობაში. შეგახსენებთ, რომ "ფეირენშემდე" მაკარიძე ფრანგული "ლე მანის" კარს იცავდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"