ტრანსფერი: ლევან შენ­გე­ლია კარიერას ბელ­გი­ურ "ტუ­ბი­ცე­ში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან შენგელია (მარცხნივ)
ფო­თის "კოლ­ხე­თის" ყო­ფი­ლი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი ლე­ვან შენ­გე­ლია ბელ­გი­ურ "ტუ­ბი­ცე­ში" ითა­მა­შებს. გა­სულ სე­ზონ­ში ამ გუნ­დ­მა ბელ­გი­ის პირ­ველ დი­ვი­ზი­ონ­ში მე-8 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ტრან­ს­ფე­რია, რად­გან 20 წლის ფეხ­ბურ­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა ვა­რი­ან­ტებ­ზე ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ. მა­გა­ლი­თად, აპ­რილ­ში, ფო­თელ­თა თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი, "ზეს­ტა­ფო­ნის" შემ­ტევ გი­ორ­გი ბე­რი­ძეს­თან ერ­თად, საფ­რან­გე­თის ლი­გა 1-ის "ლილ­ში" მი­იწ­ვი­ეს. მე­რე კი შე­ვიტყ­ვეთ, რომ ლი­გა 2-ის კლუ­ბი "აიაჩო" იწ­ვევ­და.

მის ტრან­ს­ფერ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბელ­გი­უ­რი სა­მე­ნე­ჯე­რო კომ­პა­ნია "Vision foot"-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლა­შა ჯა­კო­ბია მუ­შა­ობ­და. მან კი "ლე­ლოს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი, თით­ქოს
"აიაჩოს" გარ­და, ქარ­თ­ვე­ლით კი­დევ 3 კლუ­ბი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ბელ­გი­უ­რიც - სა­კითხი მა­ლე გა­დაწყ­დე­ბა და შენ­გე­ლია ევ­რო­პას ივ­ლის­ში მი­ა­შუ­რებ­სო. მთა­ვარ მოთხოვ­ნად სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კას ასა­ხე­ლებ­და - გუნ­დ­ში უბ­რა­ლოდ ჩა­­რიცხ­ვა არა­ფერს არ­გებ­სო.

ამ ტრან­ს­ფერ­ზე "იბე­რია 2010"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მწვ­რთ­ნე­ლი, ლე­ვან შენ­გე­ლი­ას აღ­მ­ზ­რ­დე­ლი გუ­ბაზ დო­ლი­ძე გვე­ლა­პა­რა­კა:

"ლე­ვა­ნის ახა­ლი კლუ­ბი ბელ­გი­ის პირ­ველ ლი­გა­ში თა­მა­შობს. მას ჰქონ­და შან­სი, პირ­და­პირ მოხ­ვე­დრი­ლი­ყო ამ ქვეყ­ნის ჩემ­პი­ონ "გენ­ტ­ში" ან ლი­ე­ჟის "სტან­დარ­დ­ში", მაგ­რამ მი­სი გაშ­ვე­ბა პირ­ვე­ლი ლი­გის გუნ­დ­ში ვამ­ჯო­ბი­ნეთ, რად­გან იქა­ურ ფეხ­ბურთს შე­ეჩ­ვე­ვა და 6 თვე­ში რო­მე­ლი­მე გუნ­დ­ში გა­და­ვა. შე­საძ­ლოა, კონ­ტ­რაქ­ტი "გენ­ტ­თა­ნაც" გა­ა­ფორ­მოს. ბელ­გი­ა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე კი შენ­გე­ლია ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ფოთ­ში ივარ­ჯი­შებს".

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "გენ­ტ­ში" ვარ­ჯი­შობს გუ­ბაზ დო­ლი­ძის კი­დევ ერ­თი აღ­ზ­რ­დი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი გი­ორ­გი ბე­რი­ძე. ცხა­დია, მი­სი ამ­ბი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით:

"გი­ორ­გის "გენ­ტ­ში" დარ­ჩე­ნის სა­კითხი გა­დაწყ­ვე­ტი­ლია, მაგ­რამ ჯერ კონ­ტ­რაქ­ტი არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა, რად­გან ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხე­ბი იყო მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. ჩე­მი კლუ­ბის სა­ბუ­თე­ბი იყო მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი, რად­გან გი­ორ­გის კონ­ტ­რაქ­ტი "იბე­რია 2010"-თან აკავ­ში­რებს. ესეც მოგ­ვარ­და და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში 2-წლი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ა­ფორ­მებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული