8 ივლისს, ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა ყაზანის "რუბინმა", რომლის ღირსებას
საბა კვირკველია და
მამუკა კობახიძე იცავენ, მორიგი საკონტროლო მატჩი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდთან, "კარლსრუესთან" გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ ყაზანელებს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულეს.
მატჩი შეუცვლელად ჩაატარა საბა კვირკველიამ, მამუკა კობახიძე კი განაცხადშიც არ ყოფილა.