"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა Championat-თან ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიის (2:0) მატჩზე ისაუბრა.

სიომინის თქმით, ხვიჩამ ამ შეხვედრაში კრიშტიანოს აჯობა. გამოცდილმა სპეციალისტმა "ჯვაროსნების" დაცვის ხაზიც გამოარჩია.

"საქართველოს ნაკრები დაცვაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, რაც მათგან უჩვეულოა; კონტრშეტევები კი ძალიან სახიფათო ჰქონდათ. ამ კომპონენტში ორი ფორვარდი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე, გამოირჩეოდა. ამ შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ქართველებს ნამდვილი გუნდი ჰყავთ.

ყველამ დავინახეთ, რომ როცა საქართველოს ნაკრები ბურთს კარგავდა, ხვიჩა დაცვაში ჩადიოდა და ბოლო მომენტამდე იბრძოდა. კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპაში
ერთ-ერთი საუკეთესოა. რონალდოსთან შედარებით, ყველა ასპექტში უკეთესი იყო.

საბა კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს. ის "ლოკომოტივის" "ოქროს სეზონის" ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი იყო. პატივისცემას საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც იმსახურებს", - განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altსავარაუდოდ, ქართველი ფანის თავდასხმა რონალდოზე თუ მიახლოება კუმირთან? - ჩვენს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კრიშტიანო შოკირებული დარჩა და ტრავმას გადაურჩა [VIDEO]

altმომენტი და დიდი უცნაურობა, რომელიც ბევრს გამორჩა - რა გააკეთა საქართველო-პორტუგალიის მატჩის მსაჯმა კრიშტიანო რონალდოსთვის ყვითელი ბარათის მიცემის შემდეგ [PHOTO]

altგასახდელისკენ მიმავალი გაგიჟებული რონალდო ქართველებს ამას აჩვენებდა - ინტერნეტში პორტუგალიელი ვარსკვლავის კადრები ვრცელდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
აჰა, 24საათი არ გასულა და წავიდა ისევ ერთმანეთის ჯიჯგვნა და ჭამა, ე ბიჭო ისიამოვნეთ და დატკბით დღევანდელი ზეიმით და სიხარულით, თუ გშიათ მომწერეთ ჩემთან შევიკრიბოთ დავლიოთ, აღვნიშნოთ, ფეხბურთზე ვილაპარაკოთ, გავიცნოთ ერთმანეთი , ჩავეხუტოთ და გავარჩიოთ თამაში, მოვეფეროთ ამ საამაყო ბიჭებს და კიდევ ერთხელ მივულოცოთ ჩვენს საქართველოს ეს წარმატება განურჩევლად პოლიტიკური მხარისა, ეეჰ მგონი მაინც არაფერი გვეშველება სამწუხაროდ.
ზაკო
19:28 27-06-2024
1
სლავა უკრაინჩიკებმა რატო არ მოგვილოცეს? გეროიამ სალა მაშინ :)))
ევროპელებს
18:44 27-06-2024
43

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული