16:14 16-07-2015
ჯაბა კანკავამ ბასტიან შვაინშტაიგერის შემდეგ ლუიშ ნანიც "დაჩაგრა" [VIDEO]
AutoSharing Option
15 ივლისს, სტამბოლში გამართულ მატჩში სრულად ითამაშა უკრაინული გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ, რომელსაც ერთ ეპიზოდში "ფენერბაჰჩეს" პორტუგალიელ ახალწვეულ ლუიშ ნანისთან გაწევ-გამოწევა მოუვიდა. საბოლოოდ, ფეხბურთელები თანაგუნდელებმა დააშოშმინეს. ფეხმტკივანი ნანი გაზონზე გაწვა, მსაჯმა კი ჯაბას ყვითელი ბარათი უჩვენა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე, ბრუნო ალვეშმა, საკუთარ კარში გაიტანა.
დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" მომდევნო შეხვედრას უკვე უკრაინის ჩემპიონატის სტარტზე - უჟგოროდის "ჰოვერლასთან", 19 ივლისს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი ჯაბას საქართველო-გერმანიის მატჩში, ბასტიან შვაინშტაიგერთანაც მოუვიდა.
ასევე იხილეთ:
კანკავასა და შვაინშტაიგერის დაპირისპირება მოედანზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჯაბა გლადიატორი ხარ იმენნა, ჟილკიანი და უშიშარი ქართველი. გენაცვალე ჯაბა!
0
0
სათაურებია ისეთი სათაურის უნახავს გაგხდის... დაჩაგრა კი არა დაასამარა ფაქტიურად... კანკავას მაინც რას ერჩით თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ გასამასხარავებლად
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული