- როგორ ემზადებით "ჰაფნარფიორდურთან" საპასუხო მატჩისთვის?
- ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაშია, ამიტომ მთელი სერიოზულობით ვემზადებით. სტუმრად მოვიგეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მეორე 90-წუთიანი რაუნდიც უნდა მოვიგოთ. მთლიანად ამ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი.
- მეტოქეს უკვე კარგად იცნობთ...
- ისლანდიური გუნდი ძლიერია. პენალტის ეპიზოდამდე ისინი კარგად გვეთამაშებოდნენ. უმცირესობაში დარჩნენ და უპირატესობაც გამოვიყენეთ. ეს თამაში შეიძლებოდა წაგვეგო კიდევაც. "ჰაფნარფიორდური" ფიზიკურად ძალიან ძლიერია.
- მეორე
- ასეთი თამაშები ორმატჩიანი სპექტაკლებია. ჩვენ მხოლოდ პირველი აქტი მოვიგეთ. ბაქოში ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, შედეგს მაქსიმალურად გავუფრთხილდებით, მაგრამ არ იფიქროთ, რომ დაცვაში ჩავსხდებით.
- ბევრი ფიქრობს, რომ ბილბაოს "ატლეტიკს" მომდევნო წრეში სწორედ "ინტერი" შეხვდება...
- ჩვენ ამის კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ჯერ ეს წინააღმდეგობა არ გადაგვილახავს. "ბილბაოზე" მას მერე ვიფიქრებთ, რაც "ჰაფნარფიორდურს" ჩამოვიცილებთ გზიდან. ჯერ ადრეა.
- გუნდი თუ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული?
- გუნდი 90%-ით ახალია, ახალია მწვრთნელი, "სინთეტიკაც", გუნდი ახალი შეკრებილია და ბევრ ნაკლს ასეთი თამაშები ასწორებს. გაგვიჩნდა მოტივაცია, რაც შედეგს მოგვიტანს.