თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია - გარიგებას მხოლოდ გერმანული კლუბის ოფიციალური დასტურიღა აკლია.
გიორგიმ თავისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე უკვე დადო ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ის ბრემენის "ვეზერშტადიონზე" იმყოფება. პაპუნაშვილი "ვერდერისა" და "სევილიის" ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. მატჩი გერმანული კლუბის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
დიდი ალბათობით, "ბრემენელ მუსიკოსებში" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დღეს უნდა დადასტურდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"