გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის "ვერდერის" 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" ოფიციალურმა საიტმა და თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა "ფეისბუკის" გვერდმა უკვე დაადასტურეს გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერი.

"დინამოსა" და გერმანულ "ვერდერს" შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ სეზონიდან ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერის" შემადგენლობაში ითამაშებს.

სატრანსფერო კონტრაქტი მოიცავს სასყიდლიან იჯარას, გამოსყიდვის უფლებას", - წერს "დინამოს" "ფეისბუკ-გვერდი".

"ვერდერის" ოფიციალური საიტის მიხედვით, პაპუნაშვილი არა ძირითად გუნდში, არამედ 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

"ქართველი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს გუნდში, გამოსყიდვ
ის უფლებით. 19 წლის ფეხბურთელი თბილისის "დინამოდან" გადმოვიდა.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გიორგიმ არჩევანი ჩვენზე შეარჩია. ის 19 წლისაა, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილია. მას უკვე ნათამაშები აქვს საერთაშორისო მატჩები, ევროპალიგის შეხვედრები, ეროვნული ნაკრების მატჩიც. ის იმ ტიპის ფეხბურთელია, მეტოქე მცველებს პრობლემებს რომ უქმნის, ჩვენ კი მეტ შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა 23-წლამდელთა გუნდის დირექტორმა ტიმ ბოროვსკიმ", - წერს "ვერდერის" საიტი.

შეგახსენებთ, რომ ბრემენის "ვერდერის" მეორე გუნდი III ბუნდესლიგაში თამაშობს. თუმცა, რა თქმა უნდა, თავის გამოჩენის შემთხვევაში, პაპუნაშვილს ბუნდესლიგაში თამაშის შანსიც გაუჩნდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ისე იმედია კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მომდევნო პერიოდში პაპუნაშვილის გაყიდვიდან დინამოს რაღაც პროცენტი ეგრება, რომ წყალში არ ჩაიყაროს ამ ბიჭის გაზრდაში ჩადებული მატერიალური-დრო-ფიზიკური ინვესტიცია
irakli apkhaidze
28 ივლისი 2015 13:00
0
პაპუნ მაგარი კაცი ხარ, წარმატებებს გისურვებ. დინამოსგან კიდე რა გინდათ, ხო გამოზარდეს ეს ბიჭი კიდევ ბევრი კაი ბავშვი ყავთ და ზრდიან მომავალ თაობას სხვები რას აკეთებენ ან რა საქციელია ჯამრთელი კრიტიკა მაინც გქონდეთ, დაბოღმილი უმადურ ტექსტებს ვკიტხულობ უმეტესად. კაი სირცხვილია
Gio
28 ივლისი 2015 12:32
0
ფული უნდა ჩაიდოს ფეხბურთში და პაპუნაშვილისნაირები 20-22 წლის მერე წავლენ საზღვარგარეთ და უფრო კარგ გუნდებშიც, დუბლები ეძახე და იქ 10-ჯერ მეტი სელექციონერი დადის თამაშებზე (შუა ევროპაა ბოლო-ბოლო და ევროპის ყველაზე მაგარი ქვეყანა) და დონეც სამწუხაროდ ჩვენ უმაღლესზე დიდია.
პორტუგალიის ბიუჯეტს ლამის ტრანსფერებიდან შემოსავლები ავსებენ, საკმაოდ ღარიბი პორტუგალია (ევროპული საზომებით) საჭიროდ და მიზანმიმართულად აფინანსებს ფეხბურთს და პორტუს და ბენფიკას წლიური სალდოები კიდე მოგეხსენებათ ყველას. არც ახალგაზრდა ნიჭიერები აკლიათ, არც სანახაობა და არც ტრანსფერებიდან შემოსული მილიონები
irakli apkhaidze
28 ივლისი 2015 10:58
0
წარმატებები პაპუნაშვილს,,მარა ის ტეხავს რო ჩვენ ჩემპიონატს კარგი ფეხბურთელები ტოვებენ,,,დინამო ალბად რაგაც ბობმბა ტრანსფერებს გეგმავს,? ბერრი კაი გაუშვეს უკვე,, არაუშავს ჩვენ მზად ვართ სუფთა ბრძოლისთვის,,,დილა მარადაჟამს
dila gori
28 ივლისი 2015 10:20
0
იმუშაოს, იშრომოს და გადავიდეს პირველ გუნდში.აბა დინამოში დარჩენა სჯობდა?
e_r
28 ივლისი 2015 09:56
0
აუ ყველამ წაიღეთ ტვინი ტო რა
რაღაცა დადებითი კეთდება, თქვენ ენის ტარტალის და კრიტიკის მეტი არაფერი იცით. საღოლ მასე გააგრძელეთ!
Dato
28 ივლისი 2015 07:58
0
მე 1 წლის წინაც ვწერდი და ეხლაც ვამბობ,დინამოს არასწორი პოლიტიკა აქვს არჩეული.ხო გიხაროდათ ახალგაზრდა 18 20 წლის გამოუცდელი ბიჭები რო მოიყვანა ფიფიამ გუნდში და ვეტერანები გაუშვა? ხოდა ხო კარგად ნახეთ შედეგი? ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელიც თავს გამოიჩენს დინამოში და თუნდაც ბრემენის ვერდენის მესამე გუნდში წავა ხელფასის გამო ამით რა ხეირი დარჩება დინამოს.ტრანსფერიდან აღებული კაპიკები? და ამიტ რა მოხდება მერე მაგაზე უკეტესს იშოვნიან მაგ ფულით? სამწუხაროა რომ ფული წყვეტს ფეხბურტელის ბედს და არა თავად ენტუზიაზმი..
chikaidze
28 ივლისი 2015 01:27
0
ვერდერის დუბლები ჩემო ბესო დინამოს დუბლები ხო არ გონია გერმანის მესამე ლიგაც ისევე სატივიşც აწყობილი როგორც პირველი.დზველი ქარტული გამონატქვამის არიყოს.გერმანელებსაც ეგ უტქვიათ აბურთი და ამოედანიო.ტუ გაქაჩავს იქ ნაცნობობიტ არ ახვედრებენ ხელს არავინ შეუშლის
lasha
27 ივლისი 2015 19:41
0
რა დაინახეთ ამაში კარგი, მეორე გუნდშიც კი არ აიყვანეს ფეხბურთელს რა თქმა უნდა წარმატებები, მაგრამ ესეთ ამბავს ნუ ატეხავთ ხოლმეეე..........
gaga
27 ივლისი 2015 19:10
0
:D amaze waiget erti tve tvini dublebshi ro gadavida?
beso
27 ივლისი 2015 18:25
0

სიახლეები პოპულარული