"დინამოს" აწ უკვე ყოფილი შემტევი თავიდან "ვერდერი 2"-ში (23-წლამდელთა გუნდი) იქნება, რომელიც ამ სეზონიდან გერმანიის III ლიგაში ითამაშებს.
პაპუნაშვილის ტრანსფერზე კომენტარი თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა:
"მსგავსი ტრანსფერები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისთვის. პაპუნაშვილის პრეცედენტი ევროპაში ჩვენი ფეხბურთის იმიჯს საგრძნობლად წაადგება - ეს უნდა იყოს სტიმული
აკადემიის ახალგაზრდებს უნდა გაუმძაფრდეთ იმის განცდა, რომ მათი თამაში და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება...
ბევრი იყო დაინტერესებული, თუმცა ჩვენ არჩევანი "ვერდერზე" შევაჩერეთ. მართალია, ფინანსურად "ვერდერზე" უკეთესი წინადადებებიც გვქონდა, მაგრამ ვთვლით, რომ ის ფეხბურთის დონე და ცხოვრების რიტმი, რაც გერმანიაშია, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის საუკეთესო წინაპირობაა.
გიორგის წარმატება მინდა ვუსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედი მაქვს, ბუნდესლიგაშიც ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც ეროვნულ ასპარეზზე".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"