რომან ფიფია: ფინანსურად "ვერდერზე" უკეთესი წინადადებებიც გვქონდა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 19 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის "ვერდერის" ფეხბურთელი გახდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის გაფორმდა ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება, ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით.

"დინამოს" აწ უკვე ყოფილი შემტევი თავიდან "ვერდერი 2"-ში (23-წლამდელთა გუნდი) იქნება, რომელიც ამ სეზონიდან გერმანიის III ლიგაში ითამაშებს.


პაპუნაშვილის ტრანსფერზე კომენტარი თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა:

"მსგავსი ტრანსფერები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისთვის. პაპუნაშვილის პრეცედენტი ევროპაში ჩვენი ფეხბურთის იმიჯს საგრძნობლად წაადგება - ეს უნდა იყოს სტიმული
ნებისმიერი დინამოელისთვის.

აკადემიის ახალგაზრდებს უნდა გაუმძაფრდეთ იმის განცდა, რომ მათი თამაში და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება...

ბევრი იყო დაინტერესებული, თუმცა ჩვენ არჩევანი "ვერდერზე" შევაჩერეთ. მართალია, ფინანსურად "ვერდერზე" უკეთესი წინადადებებიც გვქონდა, მაგრამ ვთვლით, რომ ის ფეხბურთის დონე და ცხოვრების რიტმი, რაც გერმანიაშია, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის საუკეთესო წინაპირობაა.

გიორგის წარმატება მინდა ვუსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედი მაქვს, ბუნდესლიგაშიც ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც ეროვნულ ასპარეზზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და რა მოიგო ამით დინამომ ან რა ფული მისცეს ? კაცი დუბლებშიც კი არ აუყვანიათ!
0
კარგია ვულოცავ პაპუნაშვილს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მე იმაზე მწყდება გული დინამოს და დინამოს ქომაგებს რა. ვერდერს უნდა ვუქომაგოთ ალბათ... საერთოდ დინამო დიდ აკადემიათ გადაიქცა გაზრდის ახალგაზრდა ფეხბურთელს, გაყიდის, ფეღბურთელიც კმაყოფილია ლკუბსაც შემოსავალი გაუჩდა და დამთავრდა ბედნიერია ყველა კლუბის ხელმძღვანელობაც და ფეღბურთელებიც. რა ევროპა ლიგა რა ჩემპიონთა ლიგა ვიღას აინტერესებს... ალბად ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც გამოვალთ დინამოს ქომაგები და პასუხს მოვითხოვთ. დინამო თქვენით არ დაწყილა და კლუბის აკადემიათ გადაქცევს ჩვენ არ შევეგუებით... მალე დაიწყება ჩემპიონატი და ვნახოთ შარშანდელივით წარუმატებლობას აღარ მოვითმენთ!!!
ქომაგი
17:49 28-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული