მედიის ცნობით, გადადგა შოთა არველაძეც, რომელიც ამას "რაბოტნიჩკისთან" თამაშის შემდეგ გამოაცხადებს, მიზეზად კი მან კულუარულ საუბრებში ის დაასახელა, რომ "ტრაბზონში" იგი ჰურმამ მიიწვია.
haber61-თან კომენტარში ქართველმა სპეციალისტმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა:
"არ მითქვამს, რომ გადავდექი. მსგავსი არაფერი მითქვამს. ახლა გუნდთან ერთად ვარ და ვემზადებით თამაშისთვის და გუნდის მხარდაჭერას ვგრძნობ", - განაცხადა მან.