- რას საქმიანობთ ახლა?
- ვისვენებ.
- კი მაგრამ, ამდენი ხანი?
- ჩათვალეთ, რომ 2010 წლიდან ვისვენებ, რაც კარიერა დავასრულე. არაფრით ვარ დაკავებული, ვცხოვრობ ჩემთვის საქართველოში, დავდივარ ზღვაზე და სურამში.
- ფეხბურთთან რა გაკავშირებთ?
- ფეხბურთთან? არაფერი, ხომ გითხარით, ვისვენებ.
- ნუთუ ასეთი რთული იყო თქვენთვის ფეხბურთში ყოფნა, რომ ტრანსლაციებსაც არ უყურებთ?
- რთული იყო. "ლოკომოტივსა" და კიევის "დინამოში" თამაში მუდმივად ქვეყნის
- გული არ გწყდებათ, რომ ადრე დაანებეთ ფეხბურთს თავი?
- მე მაშინ წავედი, როცა ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. იმედი მქონდა, რომ კიევის "დინამოს" შემდეგ კიდევ ვიპოვიდი საჩემო ვარიანტს. გუნდებს იოლად ვერ ვიცვლიდი და გარემოს გამოცვლა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. მერე კი დრო უცბად გავიდა. აი, ასე აღმოვჩნდი ფეხბურთის გარეშე.
- არ გაქვთ იმის შეგრძნება, რომ კარიერაში ბოლო სიტყვა არ გითქვამთ?
- და იქნებ არც მითქვამს? შეიძლება მწვრთნელის როლში, მაგრამ კონკრეტულს ვერ ვიტყვი ვერაფერს. გეგმებიც არა მაქვს. ყველაფერი ხომ ჩვენზეა დამოკიდებული, ახლა კი, უბრალოდ, საქართველოში ცხოვრებით ვტკბები.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ ასათიანი ახლა 34 წლისაა. მან 29 წლის ასაკში დაანება ფეხბურთს თავი, კარიერა კი მხოლოდ სამ კლუბში გაატარა: ქუთაისის "ტორპედოში", მოსკოვის "ლოკომოტივსა" და კიევის "დინამოში".