თითქმის ერთდროულად განხორციელდა ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი ორი ტრანსფერი.
საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა "რეიმსში" გადავიდა და ფრანგულ მუნდირს მოირგებს, ხოლო კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე თურქეთის მამლუქთა ჯარში ჩაეწერა - "ტედ კოლეჯის" ღირსებას დაიცავს.
მამლუქებისა და ფრანგული მუნდირის ხსენებაზე, ქართული ფილმი "მამლუქი" თქვენც გაგახსენდებოდათ, თუმცა სანიკიძე და კანკავა ერთმანეთს ბრძოლის ველზე არ შეხვდებიან - ერთი ფეხბურთელია, მეორე კალათბურთელი.