სამართალდამცველები ხელფასების მომატებას, სოციალურ შეღავათებსა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გაფიცვა მომავალ უქმეებზე იგეგმება და შესაბამისად, ერედევიზიეს პირველი ტურის მატჩებზე წესრიგის დაცვაზე ვერავინ იზრუნებს.
გაფიცვის გამო უქმად ყოფნა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილსაც მოუწევთ, რომელთა "ვიტესს" სტუმრად "ვილემ II"-თან კვირას, 9 აგვისტოს უნდა ეთამაშა.