მათი გუნდების, "რუბინისა" და "ზორიას" მეტოქეები 7 აგვისტოს, ნიონში გასამართ წილისყრაზე გამოვლინდება. მატჩები კი 20 და 27 აგვისტოს ჩატარდება.
ყაზანის "რუბინმა" საკუთარ მოედანზე გრაცის "შტურმთან" შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და მიზანს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრაში კვირკველიას გუნდმა სტუმრად ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.
ქართველმა მცველმა საპასუხო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა
სტუმრად ანგარიშით 2:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ ლუგანსკის "ზორიამ" საკუთარ არენაზე სამი უპასუხო გოლი გაუტანა ბელგიურ "შარლერუას". ჯაბა უკრაინული გუნდის სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში ჩართვის საშუალება არ ჰქონია.
არ გამართლდა შოთა არველაძის პროგნოზი - მისმა გუნდმა "ტრაბზონსფორმა" სტუმრად მაკედონიაში "რაბოტნიჩკისთან" მინიმალური ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში გოლი კი გაიტანა, მაგრამ დამატებით ტაიმებში, 10 კაცით მოთამაშე მეტოქისგან მაინც გაუშვა - საბოლოოდ ფრე 1:1 და ქართველი მწვრთნელის გუნდი ევროთასების მიღმა დარჩა.
ბარიერი ვერც კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტის - ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა დაძლია. ბაქოში "ინტერმა" იბრძოლა, მაგრამ ბილბაოს "ატლეტიკთან" მხოლოდ უგოლო ფრეს გამორჩა. შეხვედრა შეუცვლელად ლაშა კასრაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა ჩაატარეს. გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში "ატლეტიკმა" ანგარიშით 2:0 მოიგო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ევროთასებს მიღმა დარჩა ქართველების "ვიტესიც". არნემელებმა ვერც საკუთარ მოედანზე დაუპირისპირეს რამე ინგლისურ "საუთჰემპტონს" - 0:2, ორი მატჩის ჯამში კი ჰოლანდიური გუნდი 0:5 დამარცხდა. საპასუხო მატჩში შეუცლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა.
ევროპალიგას გამოეთიშა უჩა ლობჟანიძის "ომონიაც". კვიპროსულ გუნდს საკუთარ მოედანზე დანიური "ბრონდბიუს" ნებისმიერი ანგარიშით ძლევა სჭირდებოდა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა - ფრე 2:2. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
ასევე იხილეთ:
ლეგიონი ევროპა ლიგაზე: კვირკველიას გამარჯვება, შოთას პირველი მარცხი