ლეგიონი: სანდრო კობახიძის თამაში მისმა მწვრთნელმაც აღიარა და მეტოქისამაც

AutoSharing Option
7 აგვისტოს, უკრაინის პრემიერლიგის IV ტურის ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც სანდრო კობახიძის "ვოლინმა" საკუთარ მოედანზე ხარკოვის "მეტალისტს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2.

ლუცკის გუნდში იჯარით მოთამაშე ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომლის "დნიპროში" დაბრუნებაზე უკრაინულ მედიაში აქტიურად საუბრობენ, "მეტალისტთან" მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწო და 71-ე წუთზე შეცვალეს.

სანდრომ საკმაოდ კარგად ითამაშა და ეს მატჩის შემდეგ არამხოლოდ მისი გუნდის თავკაცმა ვიტალი კვარციანიმ, მეტოქე გუნდის მწვრთნელმაც კი აღნიშნა. ჯერ ამ უკანასკნელის ციტატას შემოგთავაზებთ.

"კობახიძემ ბრწყინვალედ ითამაშა და ალბათ შემთხვევითი არაა, "დნიპროში" დაბრუნებას რომ
უპირებენ", -  თქვა ალექსანდრ სავიდოვმა.

"ჩემი გუნდის ფეხბურთულების უმეტესობით უკმაყოფილო ვარ. მაგრამ ამავდროულად, ალბათ ყველამ ნახეთ, რა შემართებით თამაშობდა კობახიძე!", - თქვა "ვოლინის" მწვრთნელმა.

თამაშის შემდეგ სანდრომ კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა:

- სევიდოვიც და კვარციანიც დადებითად გამოემხაურნენ შენს თამაშს.
- მადლობა მწვრთნელებს ჩემი თამაშის დადებითად შეფასებისთვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმის გამო, რომ ვერ მოვიგეთ. "მეტალისტი" დღეს ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

მთლიანობაში კი  ძალიან გახსნილი და უშეღავათო თამაში გამოვიდა. თუკი გაიხსენებთ, ბოლო დროს ჩვენ სულ ასე ვთამაშობთ - ბევრი შეტევა, გოლები, ემოცია.... საინტერესო მატჩი იყო.

- შენზე დადებითად ხომ არ იმოქმედა ინფორმაციამ, რომ თითქოს "დნიპროში" ბრუნდები?
- უბრალოდ, ბოლომდე ვიხარჯები. ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ.

რაც შეეხება "დნიპროს" ამბავს, ვერაფერს მოგახსენებთ. უბრალოდ, მე სტიმულს ფეხბურთი მაძლევს. დღეს მოედანზე გამოვედი იმ განწყობით, რომ კარგად მეთამაშა. რაღაც გამოვიდა, რაღაც - არა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული