რუსეთის პრემიერლიგაში ტურის მორჩენილი მატჩი გაიმართა - ქართველების "მორდოვია" საკუთარ მოედანზე "უფასთან" დამარცხდა - 0:1.
სამწუხაროდ, მასპინძელთა მეკარე ნუკრი რევიშვილმა კარის "მშრალად" შენახვა ვერ შეძლო. ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გავიდა - სტუმარი გუნდის ფეხბურთელმა ფლანგურ პასს მეკარის საჯარიმოს ხაზიდან მძლავრი თავური დასცხო. საქართველოს ნაკრების მეკარემ championat.com-ისგან საკმაოდ დაბალი შეფასება - 5,5 ბალი მიიღო.
რაც შეეხება მეორე ქართველს, მცველ მამუკა კობახიძეს, ის თამაშის ბოლომდე თადარიგში დარჩა.
მორიგი ტურის მატჩები გაიმართა რუსეთის I დივიზიონში, სადაც
სხვათა შორის, "სკა ენერგიის" თავდასხმაში პირველი ტაიმი ითამაშა 19 წლის ლაშა იმედაშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
სამმა ქართველმა ითამაშა "არმავირში", რომელიც "ტომთან" საგარეო მატჩში შერცხვა - 0:4. ორი ყვითელი ბარათის გამო 76-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი ჭეჟია. ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა შუახაზელი დავით ხურციძეც, ხოლო შემტევი ირაკლი გეფერიძე 68-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
რაც შეეხება კიდევ ერთ შემტევ ზამირ ჯანაშიას, ის საერთოდ არ გამოჩენილა. დებიუტანტ "არმავირს" 7 ტურის შემდეგ 5 ფრე და 2 მარცხი აქვს.
* * *
თურქეთის სუპერლიგაში ველოდებოდით ნიკა ძალამიძის დებიუტს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ახლახან გადავიდა "რიზესფორში", რომელიც პირველ ტურში სტუმრად "გენჩლერბირლიგის" შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 მოუგო. სამწუხაროდ, არ შედგა ძალამიძის დებიუტი - მან მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
* * *
ბელორუსის უმაღლეს ლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა (1:2 "ჟოდინოსთან", საკუთარ მოედანზე) მოზირის "სლავია", სადაც ორი ჩვენებური ირიცხება - ნახევარმცველი იაკობ აფხაზავა და შემტევი დავით ჩიგოევი. სხვათა შორის, 36-ე წუთზე აფხაზავა სწორედ ჩიგოევმა შეცვალა, ხოლო რამდენიმე წუთით ადრე აფხაზავამ ყვითელი ბარათიც მიიღო. * * *
ესტონეთის მეისტრილიგაში "ფლორამ" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტულევიკს" შინ 4:1 მოუგო. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი გაატარა მინდორზე ჩვენებურმა შემტევმა ზაქარია ბეგლარიშვილმა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"