შოთა არველაძე "გერმანელ მესის" ყიდულობს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი მარკო მარინი შესაძლოა თურქული "ტრაბზონსფორის" მოთამაშე გახდეს.

შეგახსენებთ, რომ "ტრაბზონსფორს" ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე წვრთნის.

dailystar.co.uk-ის ცნობით, 26 წლის მარინმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა გაიაროს და კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

მარინის ტრანსფერი, რომელსაც "გერმანელ მესის" ეძახდნენ, თურქებს 1.8 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გასულ სეზონში მარინმა იჯარით "ფიორენტინასა" და "ანდერლეხტში" ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გერმანელი კი არა სერბია. გერმანიის ნაკრებიდან იმიტომ მოკვეთეს რომ სერბეთთან ფეხი აუკანკალდა.
Gogia
19:05 25-08-2015
0
საქართველოს ფეხბურთი არველაძეების ყოფილა
ფიფო
17:14 25-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული