ბერძნული მედია: "ოლიმპიაკოსმა" გიორგი ლორია გაუშვა

AutoSharing Option
ბერძნულ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობების თანახმად, უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოცხადდება ის, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - პირეოსის "ოლიმპიაკოსი" გუნდიდან გიორგი ლორიას გაუშვებს.

ლორია სულ ახლახან გახდა "ოლიმპიაკოსის" წევრი, თუმცა მალე ის მიიღებს გათავისუფლების ფურცელს და თავისუფალი აგენტი გახდება.

შემდეგ კი ქართველ გოლკიპერს შეეძლება თავისი მომავლის თავად განსაზღვრა. ბოლო დროს მისით ყველაზე მეტად "ლევადიაკოსია" დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ "ოლიმპიაკოსში" ლორია მესამე მეკარედ ითვლებოდა, რობერტოსა და კაპინოს შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული