რატომ ჩაიშალა გიორგი ლორიას ტრანსფერი ბერძნულ "ლევადიაკოსში"

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების გოლკიპერი გიორგი ლორია ჯერჯერობით უკლუბოდაა. 26 აგვისტოს მან "ოლიმპიაკოსთან" ურთიერთშეთანხმებით პირეოსულ კლუბთან გაწყვიტა ურთიერთობა და თავისუფალი აგენტია.

ბოლო დროს ყველაზე ხშირად მისი გადასვლა ბერძნული სუპერლიგის "ლევადიაკოსში" განიხილებოდა, მაგრამ ბოლოს გამოცხადდა, რომ ლორია კარიერას საბერძნეთში აღარ გააგრძელებს.

რა მოხდა, რატომ ვერ გადავიდა ქართველი მეკარე "ლევადიაკოსში"? ამ კითხვაზე პასუხი sport-fm.gr-ს აქვს.

"ოლიმპიაკოსი" და "ლევადიაკოსი" თანამშრომლობდნენ, რადგან მათი მეპატრონეები, ვარგელის მარინაკისი და იონ კომპტადესი მეგობრობდნენ.

მაგრამ ახლახან მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა და "ლევადიაკოსის" ბოსმა განაცხადა, რომ ამიერიდან "ოლიმპიაკოსში" ნათამაშებ ფეხბურთელებს არც
იჯარით და არც ისე აღარ წაიყვანს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენი უნდა წეროთ ამ კაცზე. დააცადეთ გადავა რამე გუნდში და დაწერეთ მერე. მეასე სტატიაა უკვე ხან ერთ გუნდშია, მერე გამოუშვეს, მერე შეუშვეს, დაგვღალეთ უკვე...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული