გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვამდე" რუსეთის ვიზაღა აკლია

AutoSharing Option
რუსული "კრილია სოვეტოვის" გენერალური მენეჯერის თანაშემწემ, წარსულში ამ კლუბის ფეხბურთელმა ზურაბ წიკლაურმა განაცხადა, რომ კლუბს ფეხბურთელების დამატება სურს და ერთ-ერთი, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი ლორია გახდეს.

"იმედი გვაქვს, რომ ერთი-ორი ფეხბურთელით გუნდის გაძლიერებას შევძლებთ. ახლა ამაზე მიდის მუშაობა, ფორმდება დოკუმენტები.

ჩვენ უკვე შევათანხმეთ ყველაფერი ფეხბურთელებთან და მათ წარმომადგენლებთან. ყველა დოკუმენტი მზად გვაქვს, რომ ეს ფეხბურთელები განაცხადში შევიყვანოთ.

ახლა ველოდებით ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც არ არის სპორტთან კავშირში. იმედი გვაქვს, რომ ამ კვირის განმავლობაში ეს მოხდება", - განაცხადა წიკლაურმა და დიდი
ალბათობით, ამ დოკუმენტებში ლორიასთვის რუსეთის ვიზის მიცემას გულისხმობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რუსეთზე აცრილებს არ ესმით ვის გამო ვართ ამ დღეში და ვინ წაგვკიდა ერთმანეთს. ისევ რუსეთი თუ გვიშველის და შეგვიფარებს.
ფეოლა
19:52 12-09-2015
0
კაი არჩევანია კრილია, რუსეთის ჩემპი ძაან ძლიერი ლიგაა, აქ გაცილებით ძლიერი თავდამსხმელების წინააღმდეგ მოგიწევს თამაში ვიდრე საბერძნეთში. ევროპაა მაინცო რო ამბობთ, ევროპაა მასე ლუხსემბურგი და სან-მარინოც ბარემ იქ წასულიყო? თან კრილიაში სავარაუდოდ პირველი მეკარე იქნება. წარმატებები ლორი!
შაკო
09:39 12-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული