ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის VII ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსი" "ანჟერს" ესტუმრა და დაუზავდა - 0:0.

ქართველმა ნახევარმცველმა მესამედ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და... მესამე ყვითელი ბარათი მიიღო. "რეიმსი" 12 ქულით, ჯერჯერობით, მე-4 ადგილზეა.

* * *
საბერძნეთის სუპერლიგის მორიგ ტურში "ვერიამ" გასვლაზე ფრედ (1:1) ითამაშა "პანეთოლიკოსთან". სტუმართა შემადგენლობაში გიორგი მერებაშვილი 67-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 0:0 იყო.

* * *
ჩეხეთის თასის 1/16 ფინალში ლევან ყენიას "სლავია" ქვედალიგელ "უსტი ნად ლაბემს" ესტუმრა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო. დუშან უჰრინმა ის შესვენებისას შეცვალა, "სლავია" კი
2:4 დამარცხდა და თასიდან გავარდა.

* * *
გერმანიის III ბუნდესლიგაში გიორგი პაპუნაშვილის გარეშე მოთამაშე "ვერდერი II-მა" "ვიურცბურგთან" უგოლოდ ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან ძლიერი ფეხბურთელია ჯაბა
paata
23 სექტემბერი 2015 17:12
0
პაატა: რა სისულელეებს ლაპარაკობ?...
Bacho
23 სექტემბერი 2015 14:24
0
კანკავა კარგად გამოიყურება, თუ უყურებთ რეიმსის თამაშებს იშვიათად თუ დაკარგავს ბურთს და ართმევაზეც შესანიშნავია, ტექნიკაც მეტი შეძლებია გამოჩნდა
Ucnobi
23 სექტემბერი 2015 13:51
0
კანკავას საფრანგეთისთვის კლასი არ ყოფნის, ჭიდაობა გააჩაღა, მესამე ყვითელი მესამე თამაშში იმის მაჩვენებელია რომ იჩაგრება იქ, ტექნიკაშიც და ფიზიკაშიც!!
პაატა
23 სექტემბერი 2015 13:07
0
მე მგონი პაპუნაშვილის ცასვლა ნაადრევი იკო,ჯერ აკ ეთამაშა და გამოცდილება მიეგო, მანდ რაგაც პირი არ უჩანს ასნავნოის
Unknown
23 სექტემბერი 2015 11:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული