ლეგიონი გუშინ: თარგამაძემ სუპერგოლი გაიტანა, კაშიამ იჩხუბა [VIDEO]

AutoSharing Option
არნემის "ვიტესი" ჰოლანდიის თასს დაემშვიდობა, მას მერე, რაც ქართველთა გუნდს "ჰერაკლესთან" თამაშის მეორე ტაიმში სამი ფეხბურთელი გაუგდეს და მათ შორის კაპიტანი გურამ კაშია (ჩხუბისთვის).

ორივე ქართველი სასტარტოში იყო. "ვიტესი" იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეტოქემ გაათანაბრა. დამატებით ტაიმებში კი "ჰერაკლესმა" გაილაღა და საბოლოოდ 4:1 მოიგო.

* * *
უკრაინის თასზე დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" სტუმრად "ზირკას" 1:1 დაუზავდა. გოლი 44-ე წუთზე სწორედ თარგამაძემ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტრავმირებული სანდრო კობახიძის გარეშე მოთამაშე "ვოლინმა" სტუმრად დაამარცხა
"მიკოლაივი" - 2:0.

"ჩერნომორეცი" შინ "ვორსკლასთან" 0:1 დამარცხდა. დავით ხოჭოლავამ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი გადრანი განაცხადში ვერ მოხვდა.

* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში 29-ე ტურის თამაშები გაიმართა - ირაკლი სირბილაძის კუპს-ი, რომელიც, ფაქტობრივად, უმოტივაციოდაა დარჩენილი (35 ქულით მე-8 ადგილზეა), სტუმრად 1:1 დაუზავდა "იაროს". 37-ე წუთზე ანგარიში სწორედ ქართველმა ვეტერანმა გახსნა, სტუმრები ალბათ მოგებასაც შეძლებდნენ, სირბილაძის თანაგუნდელს პენალტი რომ გაეტანა 81-ე წუთზე... ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი ოსიტაშვილის კტპ კი გადარჩენისთვის იბრძვის (27 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზეა), ქართველის გუნდი სტუმრად ჰიფკ-ს დაუზავდა - 0:0. ოსიტაშვილს არ უთამაშია.

* * *
II ბუნდესლიგაში წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა ლაშა დვალს - მისი "დუისბურგი" შინ "ბრაუნშვაიგთან" 0:5 განადგურდა, ლაშა მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და მისმა გუნდმა ამის შემდეგ 3 გოლი გაუშვა.

"დუისბურგი" 2 ქულით ბოლოადგილოსანია.

* * *
რუსეთში თასის 1/16 ფინალური მატჩები გაიმართა. "ტერეკის" რიგებში შედგა თედო გრიგალაშვილის დებიუტი. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა, "ნოსტასთან" 2:0 მოგებულ მატჩში.

"კრილია სოვეტოვის" რიგებში ჯერ არ გამოჩენილა გიორგი ლორია, ქართველი მეკარის გუნდმა სტუმრად 3:2 მოუგო "ტამბოვს".

მოსკოვის "სპარტაკმა" სტუმრად ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშეც იოლად აჯობა "ვოლგას" - 7:0.

არმავირის "ტორპედო" შინ 0:1 დამარცხდა "ლოკომოტივთან". ირაკლი ჭეჟიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ზურაბ არზიანი 59-ე წუთზე რუსეთის მოქალაქე დავით ხურციძემ შეცვალა, ასევე რუსეთის მოქალაქე ლევან ჯღარკავა სასტარტოში იყო, ხოლო ირაკლი გეფერიძე - სკამზე.

* * *
თურქეთის თასის პირველ ეტაპზე ალეკო ამისულაშვილის "ქარშიაქამ" სტუმრად აჯობა "კურტალანსფორს" - 3:1.

ეს თამაში კინაღამ ჩაიშალა, რადგან ადგილობრივმა ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს თურქეთის ჰიმნს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენა მათ დასაშოშმინებლად, ჩვენებური სასტარტოში იყო.

ნიკა ძალამიძის "რიზემ" შინ "ანკარა" დაამარცხა - 2:0. ნიკამ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

* * *
ლიტვის ჩემპიონატში "ტრაკაიმ" 2:1 მოუგო სტუმრად "ჟალგირისს", ნიკა აფაქიძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. "ტრაკაი" ახლა უკვე მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ჟალგირისს".

* * *
ბელგიის თასზე "გენკმა" 5:2 მოუგო "დესელს", თორნიკე ოქრიაშვილსა და ლუკა ზარანდიას ტრავმების გამო, არ უთამაშიათ.

* * *
ნორვეგიის თასზე "სტაბეკი" დამატებით დროში 2:3 დამარცხდა "როსენბორგთან". ჩვენებური გიორგი გოროზია წაგებულთა რიგებში სწორედ ძირითადი დროის დასრულების შემდეგ გამოჩნდა.

* * *
სლოვაკეთის თასზე აკაკი ხუბუტიას (90 წუთი) "მიხალოვცე" შინ 1:2 დამარცხდა "სლოვანთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს თმა რაღა უბედურებაა? როგორ არ უხდება ქართველ კაცს კიკინა და ასეთი მაიმუნობები
Ikki
01:53 25-09-2015
0
ვიტესის ჩხუბი დადეთ რაა
fanat
11:36 24-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული