"კარგია, რომ ტრანსფერი შედგა. საუბარი ივო გრილიკთან და ჯინო ლეტიერთან სასიამოვნო იყო. დიდსულოვანი ფანები, ტრადიციები და გუნდი - ეს ყველაფერი აერთიანებს "დუისბურგს".
ლაშას სახით მე აქ თანამემამულე მყავს, თუმცა სხვა ბიჭებმაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს ახალ გუნდს, რაც შეიძლება მალე დავეხმარო".
კომენტარები კლუბის სპორტულმა დირექტორმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთეს:
ივო გრილიკი (სპორტული დირექტორი): "გვიხარია, რომ გიორგი ჩვენთან მოვიდა. ვიცით, რომ ის
ჯინო ლეტიერი (მთავარი მწვრთნელი): "მოხარული ვარ, რომ გიორგის დამატება შევძელით. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა უკვე ძალიან ბევრი საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა. როცა გიორგი ვარჯიშს დაიწყებს, ის ჩვენ ნამდვილად გაგვაძლიერებს".