მატჩის შემდეგ არველაძემ შემდეგი განაცხადა:
"ფანებთან თხოვნა მაქვს, ნუ უსტვენენ და ბრალს ნუ უყენებენ ფეხბურთელებს. მარცხში თუ ვინმეა დამნაშავე, ეს მე ვარ.
მეტიც, თუ ამის სურვილია, გადავდგები კიდეც. ოღონდ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საფეხბურთო განწყობას ნუ წაუხდენთ. მათ არ უთამაშიათ ცუდად, შეხვედრა ცუდი მსაჯობის გამო წავაგეთ", - თქვა შოთამ.