მივიდა, ნახა, გაიტანა! - გიორგი ჭანტურიას დებიუტი და გამარჯვების გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჭანტურიას დიდებული დებიუტი ჰქონდა გერმანული "დუისბურგის" შემადგენლობაში.

"ზებრებმა" 1:0 მოუგეს "პადერბორნს". ეს ერთადერთი გოლი 22 წლის ქართველმა შემტევმა 81-ე წუთზე გაიტანა. ეს იყო "დუისბურგის" პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში.

ჭანტურია მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო საქმეში და გოლამდე, 71-ე წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო.

ათ წუთში კი მოხდა მთავარი - ჭანტურიამ საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი, ოსტატურად გათავისუფლდა მეურვისგან, იქვე ცრუ მოძრაობით მეორე მცველიც ჩამოიცილა და მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

"დუისბურგის" მეორე ჩვენებური, ლაშა დვალი, სათადარიგო იყო.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში კი
თემურ ქეცბაიას
გაწვრთნილმა აპოელ-მა 5:0 გასვლაზე მოუგო "პარალიმნის" და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები და ნაკლები ყოყლოჩინობა და მეტიჩრობა... აბა შენ იცი...
შალვა
10:42 07-10-2015
0
ეგრე! მიდი გააჭენე
Diego
04:37 07-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული