მივიდა, ნახა, გაიტანა! - გიორგი ჭანტურიას დებიუტი და გამარჯვების გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჭანტურიას დიდებული დებიუტი ჰქონდა გერმანული "დუისბურგის" შემადგენლობაში.

"ზებრებმა" 1:0 მოუგეს "პადერბორნს". ეს ერთადერთი გოლი 22 წლის ქართველმა შემტევმა 81-ე წუთზე გაიტანა. ეს იყო "დუისბურგის" პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში.

ჭანტურია მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო საქმეში და გოლამდე, 71-ე წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო.

ათ წუთში კი მოხდა მთავარი - ჭანტურიამ საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი, ოსტატურად გათავისუფლდა მეურვისგან, იქვე ცრუ მოძრაობით მეორე მცველიც ჩამოიცილა და მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

"დუისბურგის" მეორე ჩვენებური, ლაშა დვალი, სათადარიგო იყო.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში კი
თემურ ქეცბაიას
გაწვრთნილმა აპოელ-მა 5:0 გასვლაზე მოუგო "პარალიმნის" და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები და ნაკლები ყოყლოჩინობა და მეტიჩრობა... აბა შენ იცი...
შალვა
07 ოქტომბერი 2015 10:42
0
ეგრე! მიდი გააჭენე
Diego
07 ოქტომბერი 2015 04:37
0
ეგრე რა, გაგვახარეთ!
goooool!!!!!!
06 ოქტომბერი 2015 21:13
0
მიდი, მიდიიიიი.
ჯიგარი ხარ.
მალხაზი
06 ოქტომბერი 2015 12:53
0
წარმატებებს გისურვებ გიო. აბა შენ იცი.
მოქალაქე
06 ოქტომბერი 2015 09:23
0
წარმატებები გიო
dato
06 ოქტომბერი 2015 06:51
0
ეს ერთი და სხვა მრავალი!!! ვულოცავ გიორგის და სტაბილურ სათამაშო პრაქტიკას ვუსურვებ!
თემურ ქეცბაიასაც წარმატებებს ვუსურვებ მის სამწვრთნელო კარიერაში!
mazzola
06 ოქტომბერი 2015 03:47
0
წარმატებები, შენ საქართველოს ნაკრებს ჭირდება; ჩემს მერე ბევრი ბოღმა დადებს ბოღმა კომენტარებს; დაიკიდე, გაძლიერდი რომ ნაკრებს გამოადგე, ღმერთი შენკენ
mamuka
06 ოქტომბერი 2015 02:09
0

სიახლეები პოპულარული