სკრიპნიკს ჩემი სჯერა! - გიორგი პაპუნაშვილის საგოლე პასები "ვერდერში"

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" მთავარმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 მოუგო "ლაიპციგს". ბრემენელებს მხოლოდ ის ფეხბურთელები აკლდნენ, რომლებიც სხვადასხვა ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

საქართველოს ეროვნული გუნდის 20 წლის კანდიდატმა გიორგი პაპუნაშვილმა, ვინც ახლახან გადავიდა "ვერდერში" თბილისის "დინამოდან", მეორე ტაიმი სრულად ითამაშა და 81-ე და 88-ე წუთებზე ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

11 ოქტომბერს პაპუნაშვილს ბრემენში დავუკავშირდით:

"ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, როცა ბრემენში დავბრუნდი, მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, რის გამოც 25 დღე გამიც
და და კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელი ინდივიდუალურად მავარჯიშებდა.

მთავარ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში 7 ოქტომბერს ჩავატარე და არ მეგონა, თუ პარასკევს, "ლაიპციგთან" მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნებოდი. თუმცა ვარჯიშის შემდეგ "ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა დამიბარა. თბილი და გულახდილი საუბრის შემდეგ მან მითხრა, რომ ჩემი პროგრესის სჯერა და ეიმედება, რის შემდეგაც გავიგე, რომ "ლაიპციგთან" თამაში მომიწევდა.

მეორე ტაიმი მთლიანად ვითამაშე. ტრავმის შემდეგ ფიზიკურად ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ბოლო ორი გოლი ჩემს აქტიურობას მოჰყვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს", - გვითხრა პაპუნაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბიჭმა სწორი ნაბიჯი გადადგა რომ რუსეთ-უკრაინა არ აირჩია და თუნდაც მე-3 ბუნდესლიგის გუნდში წავიდა, ესე იგი ფიქრობს კარიერასა და პროგრესზე და არა მხოლოდ ხელფასზე...
ერთ რჩევასაც მივცემდი, წვერი გაიპარსე, არ უყვართ გერმანელებს მოუწესრიგებელი ადამიანები, მითუმეტეს სპორტსმენები და კიდევ მითუმეტეს ახალგაზრდა სპორტსმენები...))
walkabout
10:45 13-10-2015
0
მიდი პაპუნ, მაგრად გვჭრიდები ნაკრებში... არ მოუკლო და ბოლომდე დაიხარჯე ვარჯიშებზე და შედეგი მოვა აუცილებლად... რაც ინტერვიუბიდან წავიკითხე სწორად აზროვნებ და ოქრიაშვილს არ გავხარ.... იმედია წარმატებას მიაღწევ
თბილისი
15:04 12-10-2015
0

სიახლეები პოპულარული