საქართველოს ეროვნული გუნდის 20 წლის კანდიდატმა გიორგი პაპუნაშვილმა, ვინც ახლახან გადავიდა "ვერდერში" თბილისის "დინამოდან", მეორე ტაიმი სრულად ითამაშა და 81-ე და 88-ე წუთებზე ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
11 ოქტომბერს პაპუნაშვილს ბრემენში დავუკავშირდით:
"ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, როცა ბრემენში დავბრუნდი, მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, რის გამოც 25 დღე გამიც
მთავარ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში 7 ოქტომბერს ჩავატარე და არ მეგონა, თუ პარასკევს, "ლაიპციგთან" მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნებოდი. თუმცა ვარჯიშის შემდეგ "ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა დამიბარა. თბილი და გულახდილი საუბრის შემდეგ მან მითხრა, რომ ჩემი პროგრესის სჯერა და ეიმედება, რის შემდეგაც გავიგე, რომ "ლაიპციგთან" თამაში მომიწევდა.
მეორე ტაიმი მთლიანად ვითამაშე. ტრავმის შემდეგ ფიზიკურად ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ბოლო ორი გოლი ჩემს აქტიურობას მოჰყვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს", - გვითხრა პაპუნაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ერთ რჩევასაც მივცემდი, წვერი გაიპარსე, არ უყვართ გერმანელებს მოუწესრიგებელი ადამიანები, მითუმეტეს სპორტსმენები და კიდევ მითუმეტეს ახალგაზრდა სპორტსმენები...))