![](https://sportall.ge/pictures/image31/608938f356997902765d6153caf40670.jpg)
რუსეთის პრემიერლიგაში "როსტოვმა" სარანსკის "მორდოვიას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. სტუმართა გუნდში არ უთამაშიათ მეკარე ნუკრი რევიშვილსა და მცველ მამუკა კობახიძეს. ისინი სათადარიგოთა შორის იყვნენ.
რუსეთის პირველი დივიზიონის მორიგ ტურში "სკა ენერგიამ" ასტრახანის "ვოლგარი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო. ხაბაროვსკელთა გამარჯვებაში წვლილი ქართველმა ფეხბურთელებმაც შეიტანეს: კახა ალადაშვილი და გოჩა ხოჯავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ალადაშვილი 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოჯავა კი - თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, პლუს, ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათიც მიიღო.
თურქეთში
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"