რომან ჭანტურიამ რომის "ლაციოს" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 წლის რომან ჭანტურია "ემპოლის" დუბლებში ისე კარგად თამაშობს, რომ არ გაგვიკვირდება, თუ მას პირველ გუნდში გადაიყვანენ.

პრიმავერას ჩემპიონატში "ემპოლიმ" 3:1 დაამარცხა რომის "ლაციო". ტოსკანელთა სამივე გოლი რომან ჭანტურიას ანგარიშზეა და სამივე ერთმანეთზე უკეთესი.

ქართველ ფორვარდს იტალიის დუბლების ჩემპიონატში 5 მატჩში უკვე 7 გოლი დაუგროვდა.

iltirreno სტატიას დუბლების თამაშზე ასეთი სათაურით აქვეყნებს: "ციკლონმა, სახელად ჭანტურიამ, "ლაციო" წალეკა".

შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" მთავარი გუნდის წევრია ლევან მჭედლიძე, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნიკოლოზ,მადლობა ამ კაცის გაცნობისათვის, გთხოვთ რომანის სპორტული გზა გამოაქვეყნოთ
gizog
09:31 03-11-2015
0
გაიხარე რომან, სულ წარმატებით გევლოს სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
09:28 03-11-2015
0

სიახლეები პოპულარული