ეს იყო ლორიას დებიუტი "კრილიაში". მას ჯერაც მოსაპოვებელი აქვს ადგილი სამარელთა გუნდის ძირითადში და ბელგიელი დამრიგებლის სიტყვები ამადაცაა მნიშვნელოვანი.
"მინდა, ლორიას დებიუტი დადებითად შევაფასო. მას კარგა ხანია, არ უთამაშია. ამ დროს, როცა სეზონი უკვე კარგა ხნის დაწყებულია, მინდორზე გასვლა იოლი არ არის.
ლორიას ბევრი კარგი თვისება აქვს.
საერთოდ, როგორც მწვრთნელს, მსურს, ჩემს გუნდში სამივე მეკარე კონკურენტუნარიანი იყოს. დღეს ერთი პირველი ნომერია "კრილიაში", მაგრამ ხვალ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, თუ კონკურენტი დაამტკიცებს, რომ უკეთესია მთავარ მეკარეზე. ასეთ შემთხვევაში, სწორედ ის ითამაშებს", - თქვა ვერკოტერენმა.
შეგახსენებთ, რომ ლორია "კრილია სოვეტოვში" ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" მივიდა. "კრილიამდე" ლორიას გადაბირება არაერთ გუნდს სურდა, მათ შორის - "დუისბურგს", "ნოტინგემს" და, რაც მთავარია, "ჩელსის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"