გიორგი პაპუნაშვილი III ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა III ბუნდესლიგის მე-15 ტურის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც პირველად მოხვდა ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი.

ამ ტურში პაპუნაშვილმა "ვერდერის" დუბლებში პირველი გოლი გაიტანა, მან "ხემნიცერი" დაამწუხრა. ეს გოლი საბოლოოდ გამარჯვებისა აღმოჩნდა და აღიარებამაც არ დააყოვნა.

სხვათა შორის, პაპუნაშვილმა 28 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩშიც გამოიჩინა თავი "ჰილეს" წინააღმდეგ, "ვერდერის" დუბლებმა 15:0 მოიგო და ერთი გოლი ქართველის ანგარიშზეა.
სიმბოლური ნაკრები 
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული