გიორგი პაპუნაშვილი: მჯერა, მალე "ვერდერის" პირველ გუნდში მექნება დებიუტი

AutoSharing Option
20 წლის გიორგი პაპუნაშვილმა "ვერდერის" დუბლებში, რომელიც გერმანიის III ბუნდესლიგაში ასპარეზობს, სადებიუტო გოლი გაიტანა. ბრემენულ გუნდში თბილისის "დინამოდან" გადასულმა ფეხბურთელმა მე-15 ტურში, "ხემნიცერთან" გამართულ შეხვედრაში თავი 58-ე წუთზე გამოიჩინა და გუნდს გამარჯვება მოუტანა - 3:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Sportall.ge გიორგის გერმანიაში დაუკავშირდა, წარმატება მიულოცა და შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.

"ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო იმ თვალსაზრისით, რომ გოლი სადებიუტო იყო. თანაც, ის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. ასე რომ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

საუბარი ყოველდღე მიმდინარეობს მთავარი გუნდის მწვრთნელთან და ჩემით ძალიან კმაყოფილები არიან. ახლა მთავარია,
მოვინდომო, უფრო მოვუმატო და მჯერა, რომ მალე პირველ გუნდში მექნება დებიუტი", - გვითხრა პაპუნაშვილმა.

დავძენთ, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურმა საიტმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველი ნახევარმცველიც შეიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრავმა ქონდა..
IKA-s
22:56 03-11-2015
0
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს 3 დივიზიონში და აგვისტოს მერე 1 მოუწია თამაში :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული