შოთა არველაძის გუნდის პრეზიდენტი 280 დღით მოკვეთეს ფეხბურთიდან

AutoSharing Option
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ტრაბზონსფორის" პრეზიდენტი იბრაჰიმ ჰაჯიოსმანლუ ფეხბურთიდან 280 დღით მოკვეთა მსაჯთა ბრიგადის გასახდელში გამოკეტვისთვის. ამასთან, ჰაჯიოსმანლუ 48,5 ათას ევროს გადაიხდის.

შოთა არველაძის გუნდი 28 ოქტომბერს "გაზიანთეფს" 2:2 დაუზავდა. იმ თამაშის შემდეგ ქართველი სპეციალისტი მსაჯობით აღშფოთებული იყო.

მატჩის ბოლოს სტუმართა მცველმა ბურთი საჯარიმოდან ხელით მოიგერია, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. თამაშის მერე ფანები აღშფოთებულები ელოდნენ მას, მაგრამ "ტრაბზონის" პრეზიდენტმა მსაჯთა ბრიგადა გასახდელში ჩაკეტა.

სხვათა შორის, მსაჯთა ბრიგადის გადასარჩენად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა სპეცრაზმი გააგზავნა ტრაბზონში.

"ტრაბზონი" 14 ქულით 10 ტურის
მერე სუპერლიგაში მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არველაძეები სადაც მიდიან, ყველგან ირევა მონასტერი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული