ლეგიონი: გიორგი ლორიამ "კრილიას" ცსკა-სთან მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგაში თავისი მეორე მატჩი ჩაატარა გიორგი ლორიამ. საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდი "კრილია სოვეტოვი" სტუმრად სატურნირო ცხრილის ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამარული გუნდის სენსაციური გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ ლორიაა, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში გუნდი აშკარა გაშვებული გოლისგან იხსნა, საბოლოოდ კი კარი მშრალად შეინახა. მატჩის მთავარი გმირი კი სტუმართა თავდამსხმელი ადის იახოვიჩი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ამ გამარჯვებით "კრილია სოვეტოვმა" 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით მე-10 ადგილამდე აღზევდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლორია, ვამაყობთ შენით,
მაშინაც ვამაყობდით ესპანეთის ნაკრებთან მთელი სტადიონი ლორიას რომ სკანდირებდა
ლევან ლორია
23:06 22-11-2015
0
ამ კადრებში რაც ჩანდა ეს 3 მომენტი იყო პირველი ორი შორიდან დარტყმული იყო. კი აიგო ორივე მაგრამ ორივეჯერ ბურთი ხელში ვერ დააფიქსირა ანუ გაუვარდა. მანდ ერთი ცსკა ს დავდამსხმელი შემთხვევით მაიც რომ ყოფილიყო ეგრევე გაუტანდა. ბურთს რო იგერიებ კაია მაგრამ ამ შემთხვევეაში უნდა ხელში დააფიქსირო ან კუთხურზე მაინც გადააგდო თორემ უმეტეს შემთხვევასში დაისჯები გოლით.
vato
15:09 22-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული