შეხვედრის შემდეგ დუბლის ავტორმა იადის იახოვიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც გიორგი ლორია ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ მოიხსენია.
ჟურნალისტის კითხვას თუ როგორი გრძნობაა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარისთვის ორი გოლის გატანა (იგორ აკინფეევი იგულისხმა), იადიმ შემდეგ პასუხი გასცა: "ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ჩვენი გიორგი ლორიაა".