ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი კვირაა - ვაკომ გოლი ახალშეძენილ შვილს მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
gelderlander.nl წერს, რომ ხელდერლანდის დერბის ("ვიტესი" VS "ნეიმეგენი") გმირი ვაკო ყაზაიშვილი თამაშის მერე, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, თბილისში გამოემგზავრა, ახალშობილი ქალიშვილის მოსანახულებლად.

გოლი ვაკომ სწორედ თავის ახალშეძენილ შვილს უძღვნა.

"სამი დღის წინათ მამა გავხდი. გოგონას ემილია დავარქვით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი კვირაა. "ვიტესისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, გავიმარჯვეთ და მეხუთე პოზიციაზე დავბრუნდით. თამაშს მეტ ხიბლს ისიც სძენდა, რომ დერბი იყო.

ძალიან მძიმე მატჩი იყო, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული
ვარ, რომ ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ და სამი ქულა დავიმსახურეთ", - განაცხადა 22 წლის ყაზაიშვილმა.

* * *
ჰოლანდიის ერთ-ერთმა პოპულარულმა გაზეთმა algemein dagblad-მა ვაკო ტურის სიმბოლურში შეიყვანა. ეს უკვე მესამედ მოხდა ამ სეზონში.

სეზონის საშუალო შეფასებებით, გურამ კაშია მე-8 ადგილზეა ერედივიზიეს ფეხბურთელთა შორის 6,62 საშუალო შეფასებით. არადა, ერთ დროს "ვიტესის" კაპიტანი", რომელმაც "ნეიმეგენთან" 1:0 მოგებული შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, პირველ ადგილზე იყო.
ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს!
georgiano
01:56 01-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული