ლეგიონი გუშინ: საბა კვირკველიამ "სპარტაკს" გაუტანა და "რუბინი" იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ყაზანის "რუბინი" შინ დაუზავდა მოსკოვის "სპარტაკს" - 2:2. ყაზანელებს ქულა საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველმა საბა კვირკველიამ გადაურჩინა. მან არბიტრის მიერ დამატებულ დროში, 95-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

აი, რას წერს "რუბინის" ოფიციალური საიტი ქართველის გოლზე:

"ისე ჩანდა, რომ "სპარტაკის" გამარჯვებას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა, მაგრამ სხვანაირად ფიქრობდნენ კვირკველია და ნაბიბულინი. ამ უკანასკნელის ჩაწოდების შემდეგ კვირკველიამ მკერდით დაამუშავა ბურთი და ნამდვილი ფორვარდივით გაიტანა. იყო მცირე რიკოშეტიც, მაგრამ უმართლებს იმას, ვისაც... უმართლებს".

"სპარტაკის" რიგებში არ უთამაშია ჯანო ანანიძეს, ვინც
ვარჯიში ახლახან განაახლა.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში კი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა გასვლაზე 1:0 მოუგო "აია ნაპას". ამ მოგებით ჩვენებურის გუნდი პირველ პოზიციას დაუბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ესაა ნამდვილი გოლი
vato
14:38 01-12-2015
0
ამ მატჩს როგორც ჩანს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მე პირადად დიდი დაფასებაც დავინახე ამ კადრებში. მთელი გუნდის ემოცია, დაწყებული ფეხბურთელებიდან მთავარი მწვრთნელით და საერთოდ სამწვრთნელო შტაბით დამთავრებული. ძალიან უყვართ საბა და აფასებენ მას როგორც ჩანს
გულშემატკივარი
12:25 01-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული