"ნეიმეგენთან" თამაშში, რომელიც "ვიტესმა" ვაკო ყაზაიშვილის გოლით 1:0 მოიგო, კაშიას თამაში შეეძლო, მაგრამ მწვრთნელმა მისი ჯანმრთელობა აღარ დააყენა რისკის ქვეშ და სეზონში პირველი თამაში გამოატოვებინა.
28 წლის ფეხბურთელი ახლა ბოლომდე მზადაა და მომავალ ტურში, 5 დეკემბერს, "პსვ ეინდჰოვენის" წინააღმდეგ ითამაშებს.
გურამ კაშიამ ამ სეზონში 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.