"ფრაიბურგმა" ლუკას ჰუფნაგელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის ლიდერმა "ფრაიბურგმა" ქართველ ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელს კონტრაქტი გაუგრძელა. დეტალები უცნობი დარჩა, თუმცა წინა კონტრაქტის ვადა 2018 წელს სრულდებოდა.

"ლუკას ჰუფნაგელი ამ ზაფხულს ავიყვანეთ დიდი პერსპექტივის გამო. ის სწრაფად გაიზარდა. ლუკასი დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს, რაც დიდი ბაზისია მომავალი წარმატებისთვის", - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა კლემენს ჰარტენბახმა.

"ლუკასს დიდი პოტენციალი აქვს, ის მონდომებულია, სწრაფია, მუდმივად შეტევაზე ორიენტირებული", - განაცხადა "ფრაიბურგის" თავკაცმა კრისტიან შტრაიხმა.

"ძალიან ბევრი ვისწავლე "ფრაიბურგში", ტაქტიკურად მოვუმატე და მინდა პროფესიული კარიერა ისევ აქ გავაგრძელო", - განაცხადა 21 წლის
ჰუფნაგელმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში დებიუტი ესტონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

ამ სეზონში ჰუფნაგელმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული