პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "ლიდსმა" "ფრაიბურგის" 24 წლის მცველ რობინ კოხს ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
კოხი "ფრაიბურგში" 2017 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში კი ბუნდესლიგის 32 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას გერმანიის ნაკრებში 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
"ლიდსმა" აგრეთვე თავდამსხმელები როდრიგო მორენო (ვალენსია) და სემ გრინვუდი (არსენალი) დაიმატა.
მარსელო ბიელსას გუნდი 12 სექტემბერს პირველ ტურში სტუმრად "ლივერპულს" შეხვდება.