ლუკას ჰუფნაგელი ტურის ცენტრალური მატჩისთვის "ფრაიბურგის" სასტარტოში დააწინაურეს

AutoSharing Option
welt.de-ს ინფორმაციით, 13 დეკემბერს "ფრაიბურგის" ქართველ ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელს ლიდერის სასტარტოში ვიხილავთ II ბუნდესლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში. "ფრაიბურგი" მეოთხეადგილოსან "ნიურნბერგს" სტუმრობს.

საქმე ისაა, რომ ლიდერს ორი ნახევარმცველი დააკლდება, ალბანელი ამირ აბრაში დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო მაიკ ფრანცი - ტრავმის. ამიტომ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ლუკასი ნიკოლას ჰოფლერს შეუწყვილდება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ჰუფნაგელმა ახლახან "ფრაიბურგთან" გაუმჯობესებული პირობებით გააფორმა ახალი ხელშეკრულება. ამ სეზონში მის ანგარიშზე 15 თამაში და 1 გოლია, თუმცა სასტარტოში მხოლოდ სამჯერ იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული