9 ქულით გაიმარჯვა არნემის "ვიტესის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა. ვაკომ ოქტომბერში სამი გოლი გაიტანა და ორჯერ სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
მეორე ადგილზე 6 ქულით გავიდა გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარიდან", რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა.
3 ქულით მესამე ადგილზეა ნუკრი რევიშვილი, რომელმაც "მორდოვიაში" საიმედო თამაშით დაგვამახსოვრა თავი და ეროვნულ ნაკრებშიც ნომერ პირველი გოლკიპერი გახდა.