ლეგიონი გუშინ: თემურ ქეცბაია კონკურენტთან დამარცხდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში თემურ ქეცბაიას აპოელ-მა უშუალო კონკურენტ ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონატში მესამეა.

იმავე დივიზიონში "პაფოსმა" გასვლაზე 1:2 წააგო "არისთან". სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს როინ კვასხვაძემ, ლევან ხმალაძემ და გია გრიგალავამ. 34-ე წუთზე შეცვალეს ელგუჯა გრიგალაშვილი, ნიკა გელაშვილმა კი 58-ე წუთზე დატოვა მოედანი.

"დოქსასა" და "ომონიას" შეხვედრაში სტუმართა შორის არ უთამაშია უჩა ლობჟანიძეს.

* * *
გუშინვე, თურქეთის თასზე არ გამოჩენილა "რიზესფორის" შემტევი ნიკა ძალამიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქეცბა ბოლო თამაში რო მოიგო მაგაზე არაფერი ეწერა კაკაურიძეს. საინტერესოა რატომ
saba
01:55 24-12-2015
0
ალეკო არ ეშვება ქეცბას? ბოლო დროს ძალიან კარგ სატატიებს აქვეყნებს ეს ახალგაზრდა, მაგრამ ქეცბას "ტავი" არა და არ ავიწყდება. საკითხავია, რომ მოეგო ქეცბას გუნდს უშუალო კონკურენტთან, დაწერდა ამაზე კაკაურიძე? არა მგონია. რაშიც რღმად ვარ დარწმუნებული.
lile
13:48 23-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული