უჩა ლობჟანიძე მწვრთნელთან უსიამოვნების გამო "ომონიას" დაშორდა

AutoSharing Option
ბოლო დროს კვიპროსული "ომონიას" შემადგენლობაში არ ჩანს საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე.

საქმე ისაა, რომ ლობჟანიძეს უსიამოვნება მოუვიდა "ომონიას" ახალ თავკაცთან, სერბ ვლადან მილოიევიჩთან. ამის შემდეგ ის გუნდიდან 10 დღით მოკვეთეს. ჩვენი ინფორმაციით, ლობჟანიძეს ფულადი ჯარიმაც გამოუწერეს.

ამის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველს გამოუცხადა, რომ ის არის თავისუფალი აგენტი და სანამ ახალ გუნდს იპოვის, შეუძლია "ომონიასთან" ერთად ივარჯიშოს. მოკლედ, ასეთი სიტუაციაა ამ დროისთვის და მალე ყველა ერთად ვნახავთ, როგორ გაგრძელდება ლობჟანიძის კარიერა.

ის "ომონიაში" 2014 წლიდან თამაშობს.
საქართველოს ნაკრებში ლობჟანიძეს 2008 წლიდან იწვევენ. მან ეროვნულ გუნდში 45 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მცვრთნელებთან კომფლიკტი ჩვენი ფეხბურთელების განუკოფელ ნაცილად იკცა,მე მგონი ეს დაბალი პროფესიონალიზმის შედეგია
ალეკსანდრე
29 დეკემბერი 2015 13:49
0
ყველგან შარში რავა ქართველი უნდა გაეხვეს :D :D :D
giga
29 დეკემბერი 2015 13:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული