საქმე ისაა, რომ ლობჟანიძეს უსიამოვნება მოუვიდა "ომონიას" ახალ თავკაცთან, სერბ ვლადან მილოიევიჩთან. ამის შემდეგ ის გუნდიდან 10 დღით მოკვეთეს. ჩვენი ინფორმაციით, ლობჟანიძეს ფულადი ჯარიმაც გამოუწერეს.
ამის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველს გამოუცხადა, რომ ის არის თავისუფალი აგენტი და სანამ ახალ გუნდს იპოვის, შეუძლია "ომონიასთან" ერთად ივარჯიშოს. მოკლედ, ასეთი სიტუაციაა ამ დროისთვის და მალე ყველა ერთად ვნახავთ, როგორ გაგრძელდება ლობჟანიძის კარიერა.
ის "ომონიაში" 2014 წლიდან თამაშობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"