"ვოლინის" ფანებმა 2015 წლის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო კობახიძე აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინული საფეხბურთო კლუბის, ლუცკის "ვოლინის" ოფიციალურმა საიტმა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივართა შორის, რომლის მიზანი 2015 წელს გუნდის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა იყო. სასიხარულოა, რომ კლუბის ფანებმა ასეთად საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი სანდრო კობახიძე მიიჩნიეს.

გამოკითხვაში "ვოლინის" ის 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებმაც სულ ცოტა, ათი შეხვედრა მაინც ჩაატარეს გუნდის მაისურით უკრაინის ჩემპიონატსა და თასზე. სანდრომ დიდი უპირატესობით აჯობა ყველას - მან 862 ხმა მიიღო, რაც გამოკითხულ გულშემატკივართა 41,5%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო კობახიძე "ვოლინში" 2014 წლიდან, იჯარის წესით გამოდის, მასზე სატრანსფერო
უფლებები კი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ეკუთვნის.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიანაც კარგი წარმატებები კობახიძეს.
bebeto
02 იანვარი 2016 17:01
0
ყოჩაღ! წარმატებით გაგეგრძელებინოს!
xxx
02 იანვარი 2016 16:40
0
დნეპრი უკეთესი გნდია
მმმმმმმმ
02 იანვარი 2016 14:41
0
ძაან სასიამოვნოა და გულწრფელად ვულოცავ!
soxumeli
02 იანვარი 2016 13:36
0
კარგი ამბებია. აქეთ კობახიძე აირჩიეს გულშემატკივრებმა და იქით თარგამაძე რომელმაც მხოლოდ 7 თუ 8 ტური ითამაშა.
კახაბერი
02 იანვარი 2016 12:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული