თამაშის შემდეგ ქართველმა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:
"ჩვენ, პრაქტიკულად, ვაგებთ ისეთ თამაშებს, რომლებიც თეორიულად უნდა მოვიგოთ. მაგრამ ჯერ არ ყოფილა ერთი მატჩიც კი, რომ სულ მცირე, ერთი ფეხბურთელი მაინც არ ყოფილიყო ტრავმირებული.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა
ვფიქრობ, როცა ახალი ფეხბურთელები დაგვემატებიან, გუნდი ამ სიტუაციიდან გამოძვრება", - თქვა ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე.
* * *
თამაშის შემდეგ სტადიონზე ერთი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა, გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს აპოელ-ის პრეზიდენტი პროდრომოს პეტრიდესი. პეტრიდესმა ღამე კლინიკაში გაატარა. მის სანახავად ღამით მივიდნენ თემურ ქეცბაია და აპოელ-ის ახალი სპორტული დირექტორი ტოცა სამპურისი, რომელსაც უკავშირებენ კიდევაც მომავალ ცვლილებებს გუნდში.