დადასტურდა ხმები, რომ ქეცბაიას აპოელ-ში რამდენიმე ფეხბურთელთან უთანხმოება ჰქონდა. კერძოდ, ლაპარაკია ვეტერან კონსტანტინოს მაკრიდესზე, ვინც ბოლოს უკრაინაში თამაშობდა და ამ ზაფხულს დაუბრუნდა აპოელ-ს.
მაკრიდესი კვიპროსის ნაკრების კაპიტანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის მხარე დაიჭირა. ფეხბურთელი გუნდში მხოლოდ ივარჯიშებს, სანამ მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამიტომაც წერს აღნიშნული საიტი, რომ ქეცბაიას ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო გაუმყარდა გუნდში პოზიცია,
"თუმცა ეს ნდობა უსასრულო არ იქნება, თუკი გუნდი თამაშის ხარისხს და შედეგს არ გამოასწორებს", - წერს საიტი.
აქვე ვიტყვით, რომ ქეცბაიამ ბულგარელი ჟივკო მილანოვი დაიმატა გუნდში.
კვიპროსულ მედიაში ქართველი მწვრთნელის ხელფასის შესახებაც გამოჩნდა ინფორმაცია. pronews.gr-ის ცნობით, ქართველის გასამრჯელო 30 ათასი ევროა.
სიახლე კი კონტრაქტის დეტალებს შეეხებოდა, რომელშიც არ იყო დაზუსტებული, თუ რა კომპენსაციას მიიღებდა ქეცბაია მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, ეს კი დარღვევაა. ახალი ჩანართით, თემური 2017 წლის მაისამდე ყოველთვიურად ათას ევროს მიიღებს კომპენსაციად, თუკი გუნდიდან გაუშვებენ.